![1[1]](https://ecotaxation.ge/wp-content/uploads/2019/07/11.jpg)
სპეციალისტების მისვლა კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ჩატარდება მცენარეების ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების მიხედვით დაზიანევული და დაავადებული ფაქტობრივი მასალის აღება

მწვანე ნარგაობის ხარისხობრივი შეფასება – ტაქსაცია (მცენარის დიამეტრი, სიმაღლე და ზოგადი მდგომარეობის დადგენა) და საექსპერტო დასკვნის მომზადება მერიში წარსადგენად

დიდტანოვანი ხე-მცენარეები პერიოდულად საჭიროებს გამოკვლევას. ვიზუალურად მცენარე შესაძლოა გამოიყურებოდეს ჯანსაღად, მაგრამ ქონდეს გულის სიდამპლე და სხვა სახის დაზიანებები.
მცენარის (ხე და ბუჩქი) დეკორატიულობის შენარჩუნების და გაახალგაზრდავების მიზნით საჭიროებს სხვლა-ფორმირებას. რომელიც ითვალისწინებს ტოტების დამოკლებას.
ცენარისათვის მთავარი ღეროს მოვლა მეტად მნიშვნელოვანია. მათი დაზიანება მცენარის სიჯანსაღეზე და სიცოცხლისუნარიანობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამისათვის აუცილებელია დაზიანების ხარისხის შესწავლა, დიაგნოსტიკა
მცენარეთა დაცვის სრულყოფილი განხორციელებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მავნებლების და დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებით წარმოქმნილი სიმპტომების მიხედვით აღმოჩენა და ამოცნობა.
ტერიტორიაზე სპეციალისტის ვიზიტი, ნიადაგის აღება სხვადასხვა ლოკაციაზე და ნიადაგის სრული ანალიზი, როგორც ნიადაგის ძირითადი საკვები ელემენტების, ისე მიკროელემენტების, კერძოდ:
ყველა მცენარეს ესაჭიროება ოპტიმალური pH, რის რეგულაცია შესაძლებელია ქიმიური ნივთიერებებით. ამისათვის საჭიროა მცენარის დარგვამდე შევისწავლოთ ნიადაგის pH – pH მეტრის საშუალებით.
დათვალიერდება ტერიტორია და ადგილმდებარეობის მიხედვით შეირჩება სხვადასხვა სახეობის და ჯიშის როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ხეები და ბუჩქები. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი დეკორატიული ყვავილები.
დათვალიერდება შიდა ინტერიერი და შეირჩევა შესაფერისი ოთახის მცენარეების ასორტიმენტი დამკვეთთან შეთანხმებით. მიტანის სერვიზით, სპეციალურ შესაფერის ქოთნებში გადარგვით თავის მიწის ნაზავით.
ნიადაგის მოვლა ერთ ერთი საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომლის ძირითადი მიზანია ოპტიმალური პირობების შექმნა.
რულონური გაზონი არის ხალიჩასავით დაგებული, მარადმწვანე და ერთგვაროვანი საფარი, ერთგვაროვნება მიიღწევა ბალახის შემადგენლობით, სიხშირითა და სიმაღლით. ამგვარი გაზონი მიიღება ტრადიციული გზით.