ხის ვარჯის დეკორატიული და სავალდებულო სხვლა- ფორმირება ხის გადაბელვა და ზეხმელი ხის მოჭრა

  • ხის ვარჯის დეკორატიული და სავალდებულო სხვლა- ფორმირება  ხის გადაბელვა და ზეხმელი ხის მოჭრა

მცენარის (ხე და ბუჩქი) დეკორატიულობის  შენარჩუნების და გაახალგაზრდავების მიზნით საჭიროებს სხვლა-ფორმირებას. რომელიც ითვალისწინებს ტოტების  დამოკლებას. რომელიც თითქმის ყველა ფოთლოვან  და წიწვოვნებს მცენარეს ესაჭიროებათ. რის შედეგადაც მცენარეს ეძლევა სათანადო ფორმა, რაც უზრუნველყოფს მზის სხივების შესაბამის შეღწევადობას და გაჯანსაღებას. გასხვლის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გასხვლის ვადები. 

ხის ვარჯში ყოველწლიურად ფიქსირდება ხმელი, მავნებლით დაზიანებული და მიკრო და მაკრომიცეტი სოკოებით დაინფიცირებული ტოტები, რომელიც უარყოფითად მოქმედებვენ მცენარეზე, რადგან ასეთი ტოტები ინფექციის წყაროა ჯანსაღი მცენარისათვის. ამისათვის აუცილებელია მათი მოცილება, ანუ გამოხშირვა. 

არსებობს ფორმირებითი, სანიტარული და გამაახალგაზრდავებული სხვლა. 

ფორმირებული სხვლის მიზანია მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის  შექმნა ან შენარჩუნება. ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა  ფასადები და სხვა). სწრაფმზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად, ნელამზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე და შემოდგომაზე.

ხის სანიტარული სხვლის მიზანია დაავადებული, ხმობადი, გამხმარი,  გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება

ხის გამაახალგაზრდავების სხვლის მიზანია ტოტების ღრმად სხვლა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს  ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას. რომელიც ხორციელდება მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა, დეკორატიულობის დაკარგვისას.

ხის გადაბელვა დროს ხდება ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება. 

ზეხმელი ხე არის ინფექციის წყარო ჯანსაღი მცენარეებისათვის. ზეხმელი ხის მოჭრას ესაჭიროევება სპეციალური ხელსაწყო და ტექნიკა. სრული უსაფრთხოების დაცვის ნორმით.