- მავნებელ-დაავადებების დიაგნოსტიკა. მათ საწინააღმდეგოდ ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების შერჩევა-შესხურება, როგორც ელექტრო აპარატით, ისე ტექნიკის (მანქანა) გამოყენებით
მცენარეთა დაცვის სრულყოფილი განხორციელებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მავნებლების და დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებით წარმოქმნილი სიმპტომების მიხედვით აღმოჩენა და ამოცნობა. მავნე ორგანიზმების (მწერი და სოკო) ბიოლოგიური ცოდნის საფუძველზე მიღებული იქნება მათთან ბრძოლის არამარტო ყველაზე ეფექტური, არამედ ყველაზე უსაფრთხო ბრძოლის მეთოდები.
მონიტორინგის შედაგად დაფიქსირებული პათოგენური სოკოები, რომელიც იწვევენ რიგ დაავადებებს და მავნებლები, რომელიც აზიანებენ მცენარეებს. ისინი ძალიან უარყოფითად მოქმედებენ როგორც დიდტანოვან და ისე ახალგაზრდა ნერგებზე. ეკოლოგიის გლობალურმა ცვლილებებმა გამოიწვია მათი გამრავლება, დაზიანების და დაინფიცირების მაშტაბების გაზრდა, რომელიც აისახება მცენარეების დეკორატიულობაზე და სიჯანსაღეზე. მავნე ორგანიზმების მართვა (მავნებელი და სოკო) ქიმიური პრეპარატებით უფრო მარტივია, რადგან მათი მოქმედება მავნებელზე და სოკოებზე სწრაფია, ხოლო ბიოლოგიურ პრეპარატებით მავნე ორგანიზმების მართვა უფრო მეტად ხანგრძლივია და მათი გამოყენება საჭიროა უფრო ხშირად. ამიტომ ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმების რიცხოვნობა თუ არ დაბალანსდა მცენარეები დასუსტდებიან და გახმებიან.
ქიმიური წამლობა:
მავნე მწერები, ტკიპები და პათოგენური სოკოები ძალიან უარყოფითად მოქნმედებენ სხვადასხვა სახეობის მცენარეებზე. იკვებებიან მათი ფოთლების, ტოტების და ნაყოფების დიდი ნაწილით. მავნე ორგანიზმების გავრცელების დათრგუნვა ყველაზე მარტივია ქიმიური პესტიციდების საშუალებით. ქიმიური პესტიციდების გამოყენების უარყოფითი თვისება ის არის რომ მავნე მწერის გარდა ნადგურდება სასარგებლო მწერებიც. მაგრამ დღესდღეობით შექმნილია თანამედროვე პესტიციდები რომლის ხარჯვის დაბალი ნორმით სწრაფად მოქმედებენ მავნე ორგანიზმებზე (მწერი, ტკიპა და სოკო), რომელიც უვნებელია ფუტკრებისა და სასარგებლო მწერებისათვის.
ბიოლოგიური წამლობა:
ბიოლოგიურ პრეპარატებით მავნე ორგანიზმების მართვა უფრო მეტად ხანგრძლივია და მათი გამოყენება საჭიროა უფრო ხშირად, რადგან მათ არ აქვთ სწრაფი მოქმედება. მაგრამ სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისათვის, ფრინველების და სასარგებლო მწერებისათვის.
მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისთვის დაბალი და საშუალო ტანის ხეების და ბუჩქებისათვის გამოყენებული იქნება ელექტრო შესასხურებელი აპარატი, ხოლო დიდტანოვანი ხეებისათვის ჩატარდება აეროზოლური შესხურება ტექნიკის (მანქანა) გამოყენებით.




