- საკონსულტაციო მომსახურება სპეციალისტების ჩართულობით. ზოგადი დიაგნოსტიკა და რეკომენდაციის მომზადება
სპეციალისტების მისვლა კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ჩატარდება მცენარეების ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების მიხედვით დაზიანევული და დაავადებული ფაქტობრივი მასალის აღება (ფოთოლი, წიწვი, ღერო, ტოტი, ნაყოფი, ქერქის ანათალი, ნიადაგი და ა.შ) და ლაბორატორიული ანალიზი მავნე ორგანიზმების (სოკო და მწერი) დადგენის მიზნით და მათ საწინააღმდეგოდ ღონისძიებების დაგეგმვა თანამედროვე პრეპარატების გამოყენებით. აღნიშული კვლევა და რეკომენდაციები გაიცემა წერილობით დასკვნის სახით.
საკონსულტაციო მომსახურეობაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი სპეციალისტები: მიკოლოგი (მიკრო და მაკრო სოკოები და დაადებები), ენტომოლოგი (მწერები), აკაროლოგი (ტკიპები), ნიადაგთმცოდნე (ნიადაგი), დენდროლოგი (მერქნიანი მცენარეები) და ფლორისტი (ოთახის მცენარეები). მომსახურება გაიწევა როგორც ერთჯერადად, ისე ხანგრძლივად თვეში 2ჯერ ან თვეში 4 ჯერ საჭიროებიდან გამომდინარე.

