ნიადაგის pH-ის და ტენიანობის განსაზღვრა სპეციალური ხელსაწყოთი
ყველა მცენარეს ესაჭიროება ოპტიმალური pH, რის რეგულაცია შესაძლებელია ქიმიური ნივთიერებებით. ამისათვის საჭიროა მცენარის დარგვამდე შევისწავლოთ ნიადაგის pH – pH მეტრის საშუალებით. მცენარისათვის ნიადაგის არაოპტიმალურმა pH შეიძლება მცენარის დაკნინება ან დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
წყალს მცენარეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ის გვევლინება მინერალური მარილებისა და მეტაბოლიზმის პროდუქტიულობის გამხსნელად. არეგულირებს უჯრედებში წნევას, ტემპერატურას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. წყლის დეფიციტმა ან სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის დაკნინება ან დაღუპვაც კი. ამიტომ აუცილებელია მცენარისათვის ოპტიმალური ტენის შემცველობის ცოდნა. რაც ხდება ტენის განსაზღვრით.

