- დიდტანოვანი მერქნიანი მცენარეების კვლევა იმპულსური ტომოგრაფით
დიდტანოვანი ხე-მცენარეები პერიოდულად საჭიროებს გამოკვლევას. ვიზუალურად მცენარე შესაძლოა გამოიყურებოდეს ჯანსაღად, მაგრამ ქონდეს გულის სიდამპლე და სხვა სახის დაზიანებები. კრიტიკული დატვირთვის პირობებში (ძლიერი ქარი, დიდთოვლობა) ღერო ტყდება და წაქცევისას ხემ შეიძლება დააზიანოს შენობა-ნაგებობები, ახლოს მდგომი ავტომობილები და ადამიანის დაღუპვაც გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია დროულად გამოვლინდეს ავარიული (დაავადებული) ხეები, რაც საჭირო აპარატურის გარეშე შეუძლებელია. აგრეთვე შესაძლებელია ხის წაქცევის მიმართულების დადგენა, იმის მიხედვით თუ რომელ ნაწილშია ყველაზე მეტი დაზიანების ხარისხი. მცენარეში დაზიანებული უბნების მდებარეობით შესაძლებელია განვსაზღვროთ მისი სიცოცხლისუნარიანობა.

